საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად სასახლეში ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძე-ტოჩინოშინს უმასპინძლა. პრეზიდენტმა ტოჩინოშინს მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, ლევან გორგაძე-ტოჩინოშინმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მიმდინარე წელს, იმპერატორის თასის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს – ღირსების ორდენის მინიჭებისათვის.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ბოლო ნაცუ ბაშოზე ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო მანამდე “იმპერატორის თასი” მოიპოვა.
გორგაძე საქართველოში ოძეკის რანგში ჩამოვიდა. ეს წოდება მან ბოლო ჩატარებული ბაშოს შემდეგ მიიღო.