უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე, მეტროს თანშრომლების გაფიცვას გამოეხმაურა.
როგორც “მეტრონომს” ჭიჭინაძემ განუცხადა, მემანქანეების ქმედება არ არის სახელმწიფოებრივი საქციელი.
“მესმის მათ ძალიან მძიმე სამუშაო აქვთ, მიწის ქვეშ შრომა ძალიან რთულია. ოდითგანვე გამორჩეულ საქმიანობად ითვლებოდა მემანქანეობა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაყვს პატრულის თანამშრომლები და ბევრი რთული პროფესიის ადამიანი და მათ შედარებით ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ვიდრე მემანქანეებს, რათქმაუნდა ხელფასები უნდა მოემატოთ არამხოლოდ მათ არამედ ყველას.
ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა, რადგან ამ საქციელით ვუბიძგებთ ადამიანებს, რომ ყველამ მიმართოს პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. მეხანძრეებს ქვთ 500-600 ლარი ხელფასი, მემანქანეების კი თითქმის სამჯერ მეტი. საკმაოდ დიდი არმია გვყავს ჩვენ ასეთი ადამიანების , არ აქვს ამ სახელმწიფოს შესაძლებლობა და ამ შანტაჟით და მუქარით ლაპარაკი საკუთარ სახელმწიფისთნ იგივეა რაც შვილი ელაპარაკოს მშობლებს საკუთარი უფლებების მოთხოვნით და შანტაჟის ენით.
ჩვენ უფრო მეტი გაგებით უნდა მოვეკიდოთ დღვანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ბევრი გამოწვევები გვაქვს თუნდაც ჯანდაცვის ან საპენსიო სფეროში, ამიტომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, არამგონია რომ დღეს მემანქანეებს ყველაზე დაბალანაზღაურებადი და შეუსაბამო ანაზღურება ქონდეთ”- განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.