ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

სააკაშვილი: “იმ ქართველებს მინდა მივმართო, ვისაც ამდენი წელი პუტინი თავის ჭკუაზე გატარებთ”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პუტინის განცხადებას ეხმაურება.

“იმ ქართველებს მინდა მივმართო, ვინც დაიჯერა და უაზროდ იმეორებს რუსულ პროპაგანდას ჩემს მიმართ, ვწუხვარ, რომ ამდენი წელი, პუტინი გატარებთ თავის ჭკუაზე და იქნებ საკუთარ ჭკუას მოუხმოთ.

პუტინს, მთელს რეგიონში, საკუთარი თავისთვის მთავარ საფრთხედ მე მივაჩნივარ და მუდმივად ამას უსვამს ხაზს!”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსი ოპოზიციიონრი ლიდერის ალექსანდრე ნავალნის შესახებ განაცხადა: “ჩვენ გვჭირდება ადამიანები პოზიტიური დღის წესრიგით და რუსულ პოლიტიკურ სცენაზე არ არიან საჭირო ისეთი ადამიანები, რომლებიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჰგვანან. არ გვსურს რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე, თუ მეხუთე გამოცემის სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, შემოგვტენონ”, – განაცხადა პუტინმა.

იტვირთბა....