ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

ოქიტაშვილი: “მეტროს გაფიცვის უკან ნაციონალები დგანან, მემანქანეებს ახლა გაახსენდათ ხელფასები?”

“ნაციონალებს” სურთ ზაზა სარალიძის საშუალებით რევოლუცია. ამას იცით როდის აკეთებენ? როდესაც საქართველოში ტურისტული სეზონი იწყება. მათ უნდათ, ოჯახები გააუბედურონ. ბევრ ჩემს მეგობარს აქვს ტურისტული სააგენტო და მითხრეს, რომ ბევრმა უცხოელმა ვიზიტორმა გააუქმა შეკვეთა და საქართველოში აღარ ჩამოდიან. მეტროს გაფიცვის უკან, დარწმუნებული ვარ, “ნაციონალები” დგანან. მე სოლიდარობას კი ვუცხადებ მეტროს მემანქანეებს, მაგრამ მოვუწოდებ, დაბრუნდნენ სამსახურშ. ახლა გაახსენდათ ხელფასები? სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ნორმალური ცხოვრება იყოს”, – ამის შესახებ კულტურის პალატის ხელმძღვანელმა და ვაკის პარკში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქციის მონაწილემ დავით ოქიტაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....