ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაბეიშვილი: “კახი კალაძის გაჯიუტება და მეტროს გათიშვა ბიუჯეტს დღეში 350 000 ლარი უჯდება!”

მეტროს გათიშვა ბიუჯეტს დღეში 350 000 ლარი უჯდება – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი:

“კახი კალაძის გაჯიუტება და მეტროს გათიშვა ბიუჯეტს დღეში 350 000 ლარი უჯდება! 180 თანამშრომლის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მაქსიმუმ 648 000 ლარია საჭირო წელიწადში!
ვინმემ დაუთვალეთ, რომ უკვე იმაზე მეტს ვზარალობთ 2 დღეში, ვიდრე მოთხოვნების დაკმაყოფილებისას წელიწადში!”,- წერს ხაბეიშვილი.
დედაქალაქში მეტრო უკვე მეორე დღეა არ მუშაობს. მემანქანეები ხელფასის მომატებას ითხოვენ.  გუშინ კალაძე გაფიცულ მემანქანეებს შეხვდა, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ მოხდა. მოსახლეობის გადასაადგილებლად დამატებით მუნიციპალური ტრანსპორტია დანიშნული, რომლიც მგზავრებს უფასოდ ემსახურება. თუმცა სიტუაციის განსამუხტად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ქალაქში გადაადგილოების პრობლემაა.

 

 

იტვირთბა....