ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტრო ისევ დაკეტილია: თბილისელებს გადაადგილება ექსტრემალურ სიტუაციაში უწევთ

მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ. თბილისის ქუჩებში გადაადგილება გართულებულია. განსაკუთრებით გადატვირთულია სამარშრუტო ტაქსები და მუნიციპალური ავტობუსები, რომლითაც მგზავრობას მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერც ახერხებს.

რიგ ადგილებში გადატვირთულობის გამო, ტრანსპორტი გაჩერებებზე არ აჩერებს. მოქალაქეებს ფეხით გადაადგილება უწევთ, ან რამდენიმე ადგილზე გადაჯდომა, რომ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიონ.
ყველა მეტროსადგური კვლავ დაკეტილია.

შეგახსენებთ, თბილისის მერ კახა კალაძესა და მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებს შორის გუშინ გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და შესაბამისად, მემანქანეები გაფიცვას აგრძელებენ.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება უფასოა.
მემანქანეები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები ხელფასების მომატებაზე, არ დაკმაყოფილდება.

იტვირთბა....