“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მელორ ვაჩნაძესთან დაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ ვაჩნაძემ ტელეკომპანიის ჟურნალისტს უთხრა – “შემხვდეს ნიკა გვარამია. ან არა და სადმე დავხვდები და ვცემ”.
“მელორ ვაჩნაძე ჩემს ჟურნალისტს Mariam Gaprindashvili Jgento: შემხვდეს ნიკა გვარამია. ან არა და სადმე დავხვდები და ვცემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia და სუსი:
მიხედეთ თქვენს ორკს, სანამ მედიის დევნა შეგეტენათ კისრამდე. მე კი მაწყობს წინასასტრასბურგედ და თან ცემა მორევაზეა, რო იცოდეს მაინც”, – წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გვარამიამ ვაჩნაძესთან დაკავშირებით “კვირის აქცენტებში” გააკეთა განცხადება.
“ვაკის პარკში გამართულ აქციაზე დავინახეთ მელორ ვაჩნაძე, რომელიც უკაცრავად და ყველა დროის პოლიტიკური “პროსტიტუტია” და “ქართულ ოცნებასა” და სუს-ს პირდაპირ ფულზე უზის. ბოლო დღეებშ შევამჩნიე, რომ ჩემთან დაკავშირებით იმუქრებოდა და ძალიან მაინტერესებს როგორ უნდა აასრულოს ეს მუქარა. ველოდები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას”, – განაცხადა “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია გადაცემა “კვირის აქცენტებში”.