სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტს შეეხო, სადაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
“ლაჩარი კაცების, ვინც ქალს საჯაროდ თუ ფეისბუქზე აგინებს და ერთმანეთს აქეზებს, რომ ხელი გაარტყას, მე არ მეშინია. მათ ვეტყოდი, რომ მათი პატიმრობის სურვილი და არც მოთხოვნა მე არ მაქვს, მშიშარა კაცებს პატიმრობისთვის ვერ გავიმეტებ. არც ბოდიშს ვთხოვ, არ ეყოფათ მაგის ვაჟკაცობა. დანარჩენი შსს-მ გადაწყვიტოს… მადლობა ყველას, ამ დღეებში გამხნევებისა და თანადგომისთბის!”, – წერს ლომჯარია.