ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე იქნება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ “ევროპულმა საქართველომ” ბრიფინგზე  სერგი კაპანაძე დაასახელა.

“ამ ბოლო დღეების განმავლობაში გავითარებულმა მოვლენებმა გვანახა რომ ქვეყანაში კრიზისია. ვერ დადგინდა ახალგაზრდების მკვლელები. ჩვენ მიგვაჩნია რომ კომმისიის შექმნა არის სერიოზული ინსტრუმენტი რომელიც ნათელს მოჰფენს, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და შემდეგ გამოძიების პროცესში, ყველაფერს ვიზამთ, რომ კითხვებს გაეცეს პასუხი. გამოვითხოვთ დოკუმენტებს, მოვიწვევთ კონკრეტულ პირებს”- აცხადებს კაპანაძე.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში პარტიებს შორის კვოტები გადანაწილებულია. კონსულტაციების შედეგად, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შედგა, გადაწყდა, რომ 17-წევრიანი კომისიიდან ცხრა ადგილი „ევროპულ საქართველოს“ ერგება.

17 წევრიან კომისიაში წარმოდგენილნი იქნებიან „პატრიოტთა ალიანსის“ და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებიც. კომისიაში მუშაობაზე უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დეპუტატებმა.

ასევე პარლამენტში მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომა გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე თქვა, ამ თხოვნით პარლამენტი პრეზიდენტს დღეს მიმართავს.

რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც სავარაუდოდ ოთხშაბათს გაიმართება მთავარი განსახილველი საკითხი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ირგვლივ არსებული საკითხები იქნება.

 

 

იტვირთბა....