ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ვერ პასუხობს შეკითხვას შეწყვეტს თუ არა ის აქციებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში მას საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი ესაუბრა.

“პრემიერმა თქვა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს, გადახედავს. მე ჩემი მოთხოვნები ვუთხარი, ჩემს საქმეზე”, – თქვა მაჩალიკაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე მისაღებია თუ არა მისთვის პრემიერის შეთავაზება, მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ ჯერ მაგის თაობაზე საუბარი არ სურს.

აქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხად, რომ ამ თემაზე ვერაფერს უპასუხებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ლიდერია პრემიერთან შეხვედრაზე იურისტებთან: მარიამ კუბლაშვილთან და თამთა მიქელაძესთან (EMC) ერთად მივიდა. პრემიერს ხვდება ზაზა სარალიძეც. ეს ორი შეხვედრა ცალცალკე გაიმართა

იტვირთბა....