თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. თუმცა თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ჯერ არ იციან შეხვდებიან თუ არა მემანქანეებს. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.
სატრანსპორტო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათი მზაობის შესახებ პროფკავშირებს წერილობით აცნობეს, თუმცა პროფკავშირებში წერილის მიღებაზე ცნობა არ აქვთ.
მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ გაფიცვის შემთხვევაში მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებდა. გაფიცულ მემანქანეებს საკრებულოს დეპუტატები და პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი შეხვდნენ. მემანქანეების თქმით, ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
31 მაისს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აეკრძალათ.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.