ზვიად კუპრავა ადგენს შვილმკვდარი მშობლების სიას, ვისთან ერთადაც სარალიძე მოითხივს შეხვედრაზე შესვლას.
როგორც “მეტრონომს” ზვიად კუპრავამ განუცხადა, ის თავად ადგენს პრემიერთან შვილმკვარი ოჯახების შემსვლელთა სიას. ამ სიაში შედის მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ამჟამად ზაზა სარალიძე მანქანაში ზის.
შეგახსნებთ, რომ გუშინ დღის ბოლოს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.
მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.
სარალიძის მოთხოვნას კვირიკაშვილმა დღეს უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი მზადაა შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების” გარეშე