ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საბოტაჟი! სააკაშვილისგან მიღებულია დავალება ჩაშალონ ტურისტული სეზონი”

მწერალი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეხება:

”საბოტაჟი! მ. სააკაშვილისგან მიღებულია დავალება ჩაშალონ ტურისტული სეზონი!”, – ამის შესახებ ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალური ქსელის გვერდზე წერს.

”SOS! საბოტაჟი! მ. სააკაშვილისგან მიღებულია დავალება ჩაშალონ ტურისტული სეზონი! გაამწარონ ათასობით ადამიანი, ვინც სახლები გესთჰაუსებად გადააკეთა, ვინც სასტუმროები გახსნა, ვინც რესტორნები გამართა და 10 მილიონიან ტურისტულ ნაკადს ელოდება, რომ ოჯახები არჩინოს! აი, სად მარხია ძაღლის თავი, დანარჩენი კი ტექნიკური დეტალებია და არანაირი ემოცია…”, – წერს ლალი მოროშკინა.

“მეტრონომი” ინფორმაციის დასასაზუსტებლად მოროშკინას დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, მას აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელსაც ვერ გაამჟღავნებს, თუმცა ზუსტად იცის რომ მსგავსი რამ იგეგმება.

“მე რასაც ვიტყვი, უტყუარია… არასოდეს ვავრცელებ ჭორებს და დეზინფორმაციას” – განაცხადა “მეტრონომთან” ლალი მოროშკინამ.

იტვირთბა....