ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაფიცული მემანქანეები პროცესში ჩართვისკენ სახალხო დამცველს მოუწოდებენ

მეტროს გაფიცული მემანქანეები პროცესში ჩართვისკენ სახალხო დამცველს მოუწოდებენ.მემანქანეები მიმართავენ პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტს, რომ დაინტერესდნენ მემანქანეების პრობლემებითა და მოთხოვნებით.

მემანქანეების თქმით, არავინ ითხოვს ტრანსპორტის საფასურის მომატებას და დედაქალაქის მერი უტრირებს.

„უნდა მოვიდეს და დაგველაპარაკოს. ხომ არ შეიძლება ასე იჯდეს და ჰაერზე ისროლოს განცხადებები, ათასი ტყუილი და სიბინძურე მოვისმინეთ, რომ თითქოს ჩვენ მოვითხოვეთ ტრანსპორტის გაძვირების ხარჯზე ხელფასის გაზრდა. ეს სისულელეა. ჩვენც ჩვეულებრივი საზოგადოების წევრები ვართ. ჩვენი ოჯახის წევრები დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ამბობს, რომ ბაღის მასწავლებელს 400 ლარი აქვს ხელფასი და როგორ ითხოვენ ესენი მომატებასო. სირცხვილია მერე რომ 400 ლარი აქვს და ეს ჩემი ბრალია? ხალხი რომ გენდო და იძახის მადლობა ნდობისთვისო, ხომ შეიძლება რომ რაღაც გააკეთო“- ამბობს მემანქანე დავით გაგუა.

მეტროს თანამშრომლების თქმით, მათ ყველა გზა სცადეს საკუთარი მოთხოვნების დასაყენებლად, ბოლოს კი იძულებული გახდნენ გაფიცულიყვნენ.

„ჩემი ცხოვრების ნახევარს მიწაში ვატარებთ, როგორც შახტიორები ისეთ მდგომარეობაში ვართ, ასე არ შეიძლება უნდა მიხვდეს ადამიანი, ის ახლა ხალხთან ერთად უნდა იდგეს ასე არ ეიძლება“-ამბობს მეტროპოლიტენის თანამშრომელი ნანა გეწაძე.

მეტროს მემანქანეების უფლებებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს. ადვოკატის ლინა ღვინიანიძის განცხადებით, დავის გადასაწყვეტად აუცილებელია მოლაპარაკებები დაიწყოს მემანქანეებს, კომპანიასა და მერიას შორის.

“სხვა არჩევანი დამსაქმებელს არ აქვს. დედაქალაქის მერია უნდა აცნობიერებდეს და იცოდეს რა არის გაფიცვის უფლება. გაფიცვის დროს ამგვარი მოქმედება არის კანონით დაცული”-ამბობს ღვინიანიძე.

იტვირთბა....