aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ინაშვილი: “მივმართავ შავგულიძეს, თუ მთავარი პროკურორი გახდები, ბოკერიას დაიჭერ?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში მთავარ პროკურორად “თავისუფალი  დემოკრატების” წევრის შალვა შავგულიძის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება.

“უგულავა-ბოკერიას ჯგუფი თან, მთავრობის გადადგომის მოთხოვნას უჭერს მხარს და თან, შალვა შავგულიძეა ჩვენი კანდიდატურა და ის დანიშნეთ მთავარ პროკურორადო. ისე, შალვასაც მინდა ვკითხო, შავგულიძეს: თუ მთავარი პროკურორი გახდები, ბოკერიას დაიჭერ? თუ გვეტყვი, რომ გამოიძიე საქნეები და გაარკვიე, რომ უდანაშაულოა.

ეს ხელისუფლება იმსახურებს ყველაფერს, რაც გარეთ ხდება. იმსახურებს იმიტომ, რომ დამნაშავეები არ დასაჯა. იმსახურებს იმიტომ, რომ კობახიძე- მდინარაძე- ზარდიაშვილი ჰყავს პარლამენტში და მურუსიძე- სასამართლოში. იმსახურებს იმიტომ, რომ კულისებს მიღმა თამაშობდა და თამაშობს ბოკერია- უგულავასთან. იმსახურებს კიდევ ბევრი ფაქტორის გამო”, – წერს ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ, ზაზა სარალიძის მიერ აქციების დაწყების შემდეგ, განცხადება დაწერა და თანამდებობიდან გადადგა. სწორედ სარალიძის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა.

იტვირთბა....