ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მეტროს მემანქანის მიმართვა: “რაც ვთქვით იმას ვაპირებთ და თუ გინდა ახლა დაგვხოცონ”

სოციალურ ქსელში ჯგუფი “ერთობა 2013” მეტროს მემანქანის რობერტ მარგიშვილის მიმართვას ავრცელებს.

მეტროს მემანქანეებმა დღეს სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარეს, შესაბამისად, დილის 6 საათზე, მეტროს მუშაობა არ დაუწყია. შესასვლელთან გაკრულია წარწერები “მეტრო არ მუშაობს, ავტობუსები უფასოდ მოგემსახურებიან”.

4 ივნისიდან თბილისის მეტროპოლიტენი გაჩერდება, – ამის შესახებ მეტროს მემანქანეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, “ერთობა 2013”ის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის სასამართლოს პირველ გადაწყვეტილებას ემორჩილება, რომლის მიხედვით, მემანქანეთა გაფიცვა 1 თვით გადაიდო.

რაც შეეხება სასამართლოს მოერე გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, მემანქანეების გაფიცვა უვადოდ გადაიდო, რატი კაპანაძე ამბობს, რომ არ ემორჩილება.

მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდა.  თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არა ერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ განაცხადა,  კომპანია, ვერ გაითვალისწინებს ანაზღაურების მატების ერთ მიმართულებას, რადგან სხვა თანამშრომლებში სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს.

მეტროს გაფიცვის გამო, ქალაქში მოძრაობა პარალიზებულია. როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, ავტობუსები გადავსებულია და ისინი ვერ ახერხებენ მასში ასვლას და შეუფერხებლად გადაადგილებას.

https://www.facebook.com/1836686869883468/videos/2121288241423328/

იტვირთბა....