ვაკის პარკში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, გრძელდება. ცოტა ხნის წინ აქციაზე ინცინდენტს ჰქონდა ადგილი.
როგორც თვითმხილველმა აქტივისტებმა „იმედთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ უცხო პირებმა აპარატურა, კონკრეტულად კი, გენერატორი წაიღეს. მათი თქმით უცხო პირები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც მოხსნეს გენერატორი, რომ აქციის მიმდინარეობისთვის ხელი შეეშალათ. კონტრაქციის ორგანიზატორები დაშლას არ აპირებენ და მოქალაქეებს ვაკის პარკში მისვლისკენ მოუწოდებენ.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ წაღებული ტექნიკა ისევ ვაკის პარკში, აქციაზე დააბრუნეს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ ცოტა ხნის წინ დატოვა.
სარალიძემ ტერიტორია სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან ერთად დატოვა. მანამდე აქციის მონაწილეებსა და ომბუდსმენს შორის დაპირისპირება მოხდა.
ვაკის პარშკი ბუტა რობაქიძის მშობლებიც მივიდნენ.
დღესვე, რუსთაველზე ოპოზიციური პარტიების აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი. „ნაციონალური მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი გაერთიანებული ძალებით აპირებენ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას და 18:00 საათზე საინფორმაცია აქცია დაანონსეს, სადაც მომავალ გეგმებზე ისაუბრებენ.
სამი დღის წინ, ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო. ამ გადაწყვტილებას ზაზა სარალიძის მხრიდან აქციების დაწყება მოყვა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდით დადგომოდნენ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.