გვიან ღამით, ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა 2 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
იტვირთბა....