დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში მართმადიდებლურ მშბელთა კავშირის მიერ გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი წუხს სარალიძის უბედურების გამო, მაგრამ, როგორც თვითონ განაცხადეს საპროტესტო აქციას “ნუ მომკლავ” ვერ შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ ეს ჯგუფი მართავდა საპროტესტო აქციებს რომის პაპის სტუმრობის წინააღმდეგ, როკ-კონცერტების და ფესტივალების წინააღმდეგ, სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ, ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, პირადობის მოწმობის წინააღმდეგ, ტელევიზიების წინააღმდეგ და სხვა ამგვარ თემებზე”, – წერს ლომიძე.
შეგახსენებთ, რომ მმკ-მ გუშინ #ნუმომკლავ აქციის ალტერნატიული აქცია გამართა. ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ ზაზა სარალიძეს, მაგრამ აქციას მხარს არ უჭერდნენ, რადგან მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.