სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი გოგა საათაშვილი, რომელიდ ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს, თავისუფალია. საათაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი უკვე დატოვა, ის რუსმა სამხედროებმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. საათაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, ოჯახმა ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმა გადაიხადა. გოგა საათაშვილი ოკუპანტებმა ლომისობის დღესასწაულზე ორ თანასოფლელთან ერთად დააკავეს, თუმცა მასთან ერთად გატაცებულები რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
იტვირთბა....