პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ადამიანებს არ მისცემ სიმართლის სასამართლო დარბაზებში დადგენის საშუალებას, რა თქმა უნდა, პროტესტი დაგროვდება და ისე იხუვლებს, რომ შეიძლება მთელი ქვეყნის პრობლემად გადაიქცეს.
კოჟორიძის თქმით, ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ მთელს მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური პრობლემებია.
“ათასობით ადამიანი წლების განმავლობაში ითხოვს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას მართლმსაჯულების სამართლიანი სისტემა, რომელიც უბრალო ადამიანს არ დაჩაგრავს. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ უსამართლობით დაჩაგრული ადამიანები”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.