გიგა ოთხოზორიას მამა, ზურაბ ოთხოზორია გარდაიცვალა. ზურაბ ოთხოზორია 4 დღის განმავლობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ოჯახის ინორმაციით, მისი მდგომარეობა ბოლო დღეებში გართულდა და მედიკოსებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ე.წ. მესაზღვრემ გიგა ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. სუს-ის ინფორმაციით, მკვლელი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლია. მან ოთხოზორიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. ზუგდიდის სასამართლომ კანჯიოღლის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.
10 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი-ოღლის დაუმძიმა სასჯელი და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.