ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამა პეტრე: “ვინ დგას სამართლიანობის სადარაჯოზე, ის ვინც აჟიტირებული ყვიროდა გვამებია საჭიროო?”

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციას ეხმაურება.

“ვინ დგას სიმართლის, სამართლიანობის სადარაჯოზე?! ისინი, ვისაც ადამიანის მკვლელობა ნორმად მიაჩნდა?! ის მხარე, ვინც აჟიტირებული ყვიროდა, გვამებია საჭიროო?! ისინი, რომლებმაც წლების მანძილზე უამრავი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის დეტალები რკინის სეიფებში მოათავსეს?!

ამ ყველაფერზე შემზარავი კი ის არის, გაუბედურებული ოჯახის გულწრფელობასაც რომ იყენებენ საკუთარი პილიტიკური მიზნების განხორციელებისთვის…
ნუ ვამძიმებთ გარდაცვლილის სულს… ვიბრძოლოთ აგრესიის, ძალადობის წინააღდეგ, ბინძური პოლიტიკის დანამატების გარეშე…”, – წერს მამა პეტრე.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა,  შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....