ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და მამა დაკითხვაზე დაიბარა

როგორც “აიპრესისთვის” ხდება ცნობილი, ამ წუთებში შსს-ში დაკითხვაზე იმყოფებიან №51 სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ბიძა ვანო ნაკაიძე და მამა ლევან ჯანაშია.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და თანატოლების მკვლელობაში ბრალდებული 2 არასრულწლოვანი დამნაშავედ სცნეს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის შედეგად, არასრულწლოვნების მიამართ, თავისუფლების აღკვეთის ზომად რა სახეს გამოიყენებს და რამდენს მიუსჯიან პატიმრობას ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 2 არასრულწლოვანს, ამაზე სასამართლო ცალკე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებს. შეაგახსენებთ, არასრულწლოვნების მკველობაში ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აქვთ წარდგენილი ბრალდება, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფელბის აღკვეთას. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის შედეგად, 109 მუხლით ბრალდებულ არასრულწლოვანის უმაღლესი სასჯელი 12 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

წყარო: ipress.ge

იტვირთბა....