პროფესორ გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე, პროკურატურის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
“საბოტაჟი კი არა, უარესის ღირსები ხართ! გატენეთ სასამართლო მურუსიძეებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩააბარეთ ადეიშვილის და ახალაიას მკვლელ შნირებს, ჩემნაირი მოყვარეები მტრებად აქციეთ და შორს წახვალთ!
არ დააბრალოთ არავის!
რამდენი გეხვეწეთ, რამდენი გთხოვეთ, რამდენი გელოდეთ, რამდენი გაცალეთ?!
კომენტარებში ხმა არ გავიგო ჭირისუფალზე, ნაცები იყენებენ და ა.შ… მერე და რატომ იყენებენ?
კარგი, ხელისუფლება არ ვარგა, თქვენ ვარგიხართ? მაინტერესებს, დღეს რომ დაგიძახოთ, რამდენი გამოხვალთ ჩემნაირებისთვის? გულში ჩაიხედოს ყველამ!
მოკლედ, უბედურება ხდება და ამ უბედურებაში რომ ხელს ისევ სატანა ითბობს, ესაა ყველაზე სასაცილო და სატირალი, ერთად!”- წერს რუსუდან შარაძე.
შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.