საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მოქალაქეები პროკურატურაში სამართალს ვერ პოულობენ და ხორავას საქმეზე გმაოტანილი განაჩენი პრპოკურატურის კრახი იყო.
“ზოგადად, საზოგადოება სამართლიანობისთვის მიმართავს პროკურატურასა და სასამართლოს. თუ მოსამართლეები, პროკურორები დახმარებისთვის სხვას მიამრთავენ, ესე იგი საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ და მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ.
თუ გადავხედავთ ბოლოდროინდელ გახმაურებულ საქმეებს, ვნახავთ, რომ ვერც ერთის გამოძიებამ ბოლომდე კმაყოფილების განცდა ვერ დატოვა. დღევანდელი გადაწყვეტილება პროკურატურის კრახი იყო. როდესაც მმართველობის ფორმა არასამართლიანობაში გადადის, საზოგადოება მას ყოველთვის სცემს პასუხს. მე ვფიქრობ, ეს სისტემური პრობლემა.
მე მინდა, ერთმანეთისგან განვასხვაოთ “ქართული ოცნება”, სასამართლო და პროკურატურა. ადამიანების უმეტესობა, ვინც პროკურატურას ხმა მისცა დღეს ოპოზიციაში არიან. პრემიერი პროკურორთან არანაირ კავშირში არაა და მას პრემიერი არ მართავს. შოთაძემ თავის თავს თავად გამოუტანა განაჩენი. მთავარი პროკურორი ვერ აცნობიერს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. ის უნდა იყოს ქვეყანაში ადამიანების დამცველი”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ამ წუთებში კი პროკურატურასთან აქციები მიმდინარეობს, სადაც ზაზა სარალიძე და საზოგადოების ნაწილი მთავარი პროკურორის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.