ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომჯარია: “გამოძიებამ  გარდაცვლილი სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა”

სპეციალური ბრიფინგი სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გამართა. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმის მასალებს სახალხო დამცველი  შეისწავლის. სახალხო დამცველის აპარატი გამოითხოვს გამოძიების მასალებს და სრულყოფილად შეისწავლის მას.

“მოგეხსენებათ, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის შესწავალა იყო სახალხო დამცველის პრიორიტეტი. ჩვენ პირველივე დღიდან ვართ ჩრთული საქმის შესწავლაში, ვესწრებოდი სასამართლო სხდომას სადაც დაზარალებულსა და ბარლდების მხარეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახალხო დამცველს არ ქონდა წვდომა გამოძების მასალებზე და ამასთნავე ჩევნ გვქონდა წვდომა მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდგომ და ამ ყველაფერ სრულად შევისწავლით. გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ  გარდაცვლილი სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა” – განაცხადა ლომჯარიამ

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....