ახალი ამბები მთავარი სამართალი

გვარამია არასრულწლოვნების საქმეზე: ბესელია “მამაშამ” და “ფაშისტმა” ადამიანის უფლებების დამცველმა უნდა გამოიძიოს?

მოკლული დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად პროკურატურასთან “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მივიდა. მას ქართულ ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის მინდობა დაუშვებელია, რადგანაც დროში გაიწელება და სიმართლეს საზოგადოება ვერასდროს გაიგებს.

“ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ სასწრაფოდ აქ  მოდით და გვერდით დაუდექით ამ კაცს. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული შეთქმულება. ქართველ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ეს სისტემა. ვინ უნდა გამოიძიოს ეს მკვლელობა? ამ ხალხთან დახურულ კართან მიღმა საუბარი არ შეიძლება.  აქ რომ სუს-ის აგენტურა დგას ამათ არ უნდა ელოდოთ. არავითარი საგამოძიებო კომისიები. ეს გაიწელება და ყველა გაპაზორდება. ბესელია “მამაშამ” და “ფაშისტმა” ადამიანის უფლებების დამცველმა უნდა გამოიძიოს? ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაწყებული შეთქმულება”,-განაცხადა გვარამიამ აქციაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....