ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზაზა სარალიძემ შვილმკვდარ მშობლებთან ერთად შოთაძესთან შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

ზაზა სარალიძემ პროკურატურაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ “მეტრონომის” ჟურნალისტი პროკურატურიდან იუწყება. ისინი შვილმკვდარ მშობლებთან ერთად მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან აპირებენ შეხვედრას. მათთან იქნება ასევე “სამართალდამცველთა ლიგის” წარმომადგენელი ზვიად კუპრავაც ასევე აპირებს სარალიძესთან ერთად შესვლას.

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....