ამ წუთებში ზაზა სარალიძე პროკურატურასთან მივიდა და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს. მისი თქმით, ის მანამდე არ გაჩერდება სანამ მისი შვილის მკვლელები დაკავებულები არ იქნებიან. სარალიძე მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და ქართველ ხალხს მხარში დადგომისკენ მოუწოდებს. სარალიძე ამბობს, რომ მანამდე არ გაჩერდება სანამ დამნაშავეები დასჯილები არ იქნებიან. გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ის სისტემას დაანგრევს, რომელიც დამნაშავეებს ხელს აფარებს და მათი დაცვით არიან დაკავებულები. სარალიძე ამბობს, რომ ის არავისთან შეხვედრას არ აპირებს, რადგანაც ატყუებენ და თვალებში აფურთხებენ. გარდაცვლილის მამა მეორე შვილის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.