ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: დღესვე დაიბარეთ კომპანია, რომელიც ყიფიანის ქუჩაზე, სამუშაოებს აწარმოებდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ  მის მოადგილეს და ზედამხედველობის სამსახურს ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა. კალაძე ამბობს, რომ  სასწრაფოდ უნდა მოხდეს ყველა დოკუმენტაციის ამოწევა, რათა გაირკვას რა კვლევას ემყარებოდა კომპანია, როცა ტერიტორიაზე მშენებლობა გადაწყვიტა.

“ყიფიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე მოხდა კლდის ჩამოშლა, სადაც სასტუმრო შენდებოდა. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს, ასევე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს, ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი, შევისწავლოთ რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები. დღეს, დღის ბოლომდე უნდა გვქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, დღეს დილით კლდის მასა ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის.

იტვირთბა....