ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ რამდენიმე უბნის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

31 მაისს კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მაიაკოვსკის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ტერევენკოს და ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, სამგორის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების აცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელის, გამყრელიძის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ველისციხის, ჩარგლის, სამოცდამეცამეტე, ავშნის და ფირცხალავას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დელისის, ასათიანის, ნიკო ბურის და ნესტან-დარეჯანის ქუჩების მცხოვრებლებს.

იტვირთბა....