ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომან გოცირიძე IRI-ის კვლევას აფასებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე IRI-ის კვლევას აფასებს და აცხადებს, რომ შეუძლებელია, რომ იმ უსამართლობას და ძალადობას, რომელიც ქვეყანაშია არ მოეტანა ეს შედეგი ხელისუფლებისთვის. ფაქტობრივად, დაიწყო „ქართული ოცნების“ მზის ჩასვენება. ხალხი გამოფხიზლდა, სამ ოპოზიციურ პარტიას ჩვენი ჩათვლით, აქვს უფრო მეტი რეიტინგი, ვიდრე „ქართულ ოცნებას მისი განცხადებით, ხელისუფლება მარცხდება ხალხის თვალში.

„შეუძლებელია, რომ მომავლისთვის „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდეს. სასიამოვნოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი გაიზარდა. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც სერიოზულ განცხადებას აკეთებს ხელისუფლების შესაცვლელად. ხელისუფლება, რომ მარცხდება ხალხის თვალში ადასტურებს ამ გამოკითხვის სხვა შედეგები. არავინ ენდობა მთავრობას, პრემიერ–მინისტრის აპარატს და პარლამენტის შენობაში მოკალათებულ დეპუტატებს და რაც ყველაზე სავალალოა, არავინ ენდობა სასამართლოს, როგორც წინა გამოკითხვით, ახლაც სასამართლო არის ბოლო ადგილზე და ის არის მართული ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ამომრჩევლების მიერ არსებობს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების მოთხოვნა და ეს უნდა დაიწყოს ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატით.

IRI -ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, შემდეგ კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, პირველ ადგილს 27 პროცენტით პარტია „ქართული ოცნება“ დაიკავებდა.

ამავე კვლევის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 17 პროცენტს, ხოლო „ევროპული საქართველო“ 7 პროცენტს აიღებდა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი სია ასე გამოიყურება: „ლეიბორისტული პარტია – 5 %; „პატრიოტთა ალიანსი“ – 4%; „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 3%; „ახალი საქართველო“ – 2%; „თავისუფალი დემოკრატები“ 1%; „გირჩი“-1%.

იტვირთბა....