საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ “ევროპული საქართველოს” წევრს სერგი კაპანაძეს მიმართა.
“ბატონო სერგი (კაპანაძე), მე ეს არ მესმის, რა უნდა გავაკეთოთ, ომი გამოვუცხადოთ რუსეთს, თუ ტოჩინოშინი გავაგზავნოთ ემისარად ზეწოლა რომ განახორციელოს რუსეთსა და პუტინზე?! – მე მართლა ვერ წარმომიდგენია რა უნდა გააკეთო იმ სიტუაციაში, რომელშიც დღეს თქვენი მეშვეობით მოვხვდით“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.