აფხაზეთის ე.წ. მინისტრის დაურ კოვეს პოსტი, სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ, ფეისბუქში აღარ ჩანს.
კოვეს დადებულ პოსტს 12 000 “დაჰაჰვა” მოყვა.
“ვულოცავ ყველა ჩვენგანს! გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის 25 წლისთავისადმი ამაზე უფრო ლამაზი საჩუქარი არ არსებობს!” – დაწერა დე ფაქტო მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ სირიამ აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა აღიარა.