ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
“რაც აქ ვარ ფბ–ში, 2 შემთხვევა მახსენდება სრულიად წარმოუდგენელი პათოლოგიის, როცა ადამიანმა შვილზე წინ პოლიტიკური სიმპატიები და ანტიპატიები დააყენა და ორივე შემთხვევაში მას არც თუ ცოტა მოწონება ჰქონდა!
ერთი შემთხვევა იყო, როცა შვილმკვდარმა დედამ თავის გარდაცვლილ შვილზე დაწერა – დღეს რომ გაცოცხლდეს, ადგეს საფლავიდან და მითხრას მივდივარ ნაცების აქციაზე, უკან შევაბრუნებო…
მეორე სულ ეხლახანს – მამა აცხადებს: ყველა შვილი რომ მომიკლან, ნაციონალებს მაინც არ დავიხმარ სიმართლის დადგენაშიო…
და ამ ორივე ამაზრზენ განცხადებას ბევრი მომწონებელი და “პრინციპულობით” აღრფთოვანებული არანაკლები პათოლოგი ჰყავს!
ხვდებით მაინც რა ხარისხით ხართ შეპყრობილი რომ შვილიც აღარ გიყვართ უპირობოდ?!
ამათ მიხედეთ საქართველოს სულიერო მამებო! წყევლა–კრულვას და ანათემაზე გადაცემებს შეეშვით და ამ ავადმყოფებს მიხედეთ უფალი და მოყვასი კი არა, საკუთარი შვილებიც რომ აღარ უყვართ!
ჩემი სოლიდარობა ზაზა სარალიძეს და ყველას ვინც მას და ნებისმიერ შვილმოკლულ მშობელს სამართლის საპოვნელად გვერდით დაუდგება!” – წერს ირინა სარიშვილი.