ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამთენიისას, ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. დაშავდა ორი მგზავრი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.