ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმი-ახალციხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მეასე კილომეტრზე მდებარე ხიდი მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო დაზიანდა. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ამჟამად მეწყერის საფრთხე აღარ არსებობს.

დაზიანებული მონაკვეთის ალტერნატიული შემოვლითი გზის მოსაწყობად დაწყებულია სამუშაოები.

ამ დრომდე  უცნობია, როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა მდინარე საფრისწყალზე მდებარე ხიდზე.

მანამდე კი გეოლოგები ალტერნატიულ გზაზე მუშაობენ და პროცესში გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

იტვირთბა....