პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სირიის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება.
“სირიის მიერ აფხაზეთისა და “სამხეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარება არაფერს არ ნიშნავს. ქვეყნებიც, ვინც აქამდე აღიარა – ნაურუ და კიდევ ვიღაცეები, არაფერს არ წარმოადგენენ. სირია დღევანდელ დღეს ყველაზე სამარცხვინო ქვეყანაა. არამხოლოდ იმიტომ, რომ მოკავშირე რუსეთისგან არის ისეთი დამონებული, რომ მას საკუთარი გადაწყვეტილება არ გააჩნია, არამედ საკუთარი ხალხის მიმართ არის ყველაზე სამარცხვინო რეჟიმი“, – წერს ზურაბიშვილი