aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ლომბარდები გამოიყენება კრიმინალური ელემენტების მიერ და კრიმინალის წამახალისებელი წყარო გახდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ფინანსთა მინისტრი გიორგი ბახტაძე აცხადებს, რომ ლომბარდების საქმიანობის ზრდასა და კრიმინალს შორის კავშირი იკვეთება. მისი განცხადებით, როდესაც კრიმინალური ფაქტი, სხვადასხვა ნივთის ქურდობა ხდება, არსებობს შემთხვევები, რომ ეს ნივთები მიაქვთ ლომბარდში. მისი აზრით, ლომბარდი გახდა ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება, რაც პრინციპულად მიუღებელია. ბახტაძე ამბობს, რომ  ლომბარდებში საქმიანობა გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს.

“ჩვენ ვამბობთ – თუ გსურთ ამ ბიზნესში დარჩენა, უნდა გახდეთ ტრანსპარანტული. ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერული სისტემის დანერგვის შემდეგ, როცა მიიტანენ ნივთს ლომბარდში ჩასაბარებლად, ის აუცილებლად უნდა აღირიცხოს ელექტრონულად, რომ შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ საშუალება აკონტროლონ, რა ტიპის ნივთი მიდის ლომბარდში. ვინაიდან, დღეს ეს სექტორი არ არის ტრანსპარენტული და არ მოქმედებს მასზე რეგულაციები, კრიმინალი იყენებს თავისი მოპარული ქონების რეალიზაციის მექანიზმად. ეს არის პრინციპულად მიუღებელია”,- აცხადებს ბახტაძე.

იტვირთბა....