Football Espana-ის ცნობით, პეტიციას, რომელიც უეფას სერხიო რამოსის დასჯას თხოვს, ხელს 500 000 ადამიანი აწერს.
შეგახსენებთ, რომ “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში სერხიო რამოსმა “ლივერპულის” ეგვიპტელ შემტევს მო სალაჰს მძიმე ტრავმა მიაყენა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და “ლივერპულმა” თამაში დათმო. შესაძლოა, სალაჰმა მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვოს.
საფეხბურთო ექსპერტების განცხადებით, რამოსმა სალაჰის წინააღმდეგ განზრახ იუხეშა.