ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

თალაკვაძე: “სირიის გადაწყვეტილება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სირიის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა.

“ბაშარ ალ ასადის ამ გადაწყვეტილებას სირიელი ხალხის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა არ აქვს და ვერც ექნება, რადგან ასადს სირიელი კაცების, ქალების და ბავშვების ხმა დიდი ხანია აღარ ესმის. ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმს არ ესმის აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოების, რომელსაც აღიარების ილუზია და იარაღის ჟღარუნი კი არა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პროგრამები, ახალი ინფრასტრუქტურა და განვითარებულ სამყაროსთან მუდმივი კავშირი სჭირდება.

საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო პოზიცია აქვს ასადის რეჟიმთან დაკავშირებით, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის. ჩვენს გულებში, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გულებში ერთი სიმართლეა და ეს სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. რეჟიმმა რეჟიმი აღიარა და ორივე გახარებულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....