საქართველოში სტუდენტების 24%-ს ( 48 624 პირს) სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრზე დაყრდნობით 1tv-ი წერს.
ცენტრის ცნობით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების 33,5%-ს (16 294 სტუდენტი) სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეწყვეტილი. ამასთან, 65%-ის შემთხვევაში (31 761) სტატუსის შეჩერების მიზეზი უცნობია. რაც შეეხება დანარჩენებს, ამ გადაწყვეტილების მიზეზებია: ავადმყოფობა (135 სტუდენტი), ორსულობა, მშობიარობა და ბავშვის მოვლა (223), საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა (211 პირი).
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, გასული წლის აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში სტატუსი შეჩერებული ჰქონდა 43 661 სტუდენტს, რაც სტუდენტთა საერთო რაოდენობის 23%-ს შეადგენდა.