ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარებისთვის სასჯელი მკაცრდება. ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში შედის. პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წარადგენს.
ინიციატივის მიხედვით, დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის ვადები იზრდება. შს მინისტრის მოადგილე დღესვე კიდევ ერთ ინიციატივაზე ისაუბრებს, რაც სასჯელის გამკაცრებას ამჯერად დანაშაულის დაფარვაზე გულისხმობს.