ქუთაისში, სავაჭრო ცენტრი ქარვასლას მესამე სართულზე არსებული მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით გამყიდველი ქურდობის მომენტში ადგილზე არ იმყოფებოდა. მოპარულია 1000 ლარი.
როგორც თვითმხილველები განმარტავენ სავარაუდო ქურდი შუა ხნის მამკაცია, რომელმაც გამყიდველის ადგილზე არ ყოფნით ისარგებლად და სალაროდან თანხა ამოიღო. შსს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177 მუხლითაა დაწყებული რაც ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
megatv.ge