aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთიდან გამოპარული სელაპი მიშიკო ფოთში იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან გამოპარული სელაპი მიშიკო ფოთში იპოვეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

“სელაპი მიშა (მიშიკო) საქართველოშია. გამოიპარა ანაპის (რუსეის ფედერაცია) დელფინარიუმიდამ, მერე დაიჭირეს აფხაზეთში, ცოტა ხნით ყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქიდანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დავაფიქსირეთ. შეგახსენებთ, რომ ბოლოს სელაპი საქართველოში 1936 წელს დააფიქსირეს.“- წერს არჩილ გუჩმანიძე.

გუჩმანიძის თქმით, შავ ზღვაში მხოლოდ ერთი სახეობის სელაპი ბერი ბინადრობს. ფოთში ნანახი სელაპი კი სხვა სახეობისაა. გუჩმანიძის თქმით, ამჟამად აკვირდებიან სელაპის ქცევებსა და გადაადგილებას. უახლოეს დღეებში მის შესასწავლად ექსპედიცია იგეგმება.

ბოლოს სელაპი  შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში  მეცნიერებმა 1936 წელს დააფიქსირეს.

ფოტო: ანაპის დელფინარიუმი

იტვირთბა....