ახალი ამბები მთავარი სპორტი

“ადრე ყველას ამერიკელი ვეგონე, დღეს ყველამ იცის, რომ “ტოჩინოშინის ჯორჯიადან” ვარ!” – როგორ გააცნო ლევან გორგაძემ იაპონელებს საქართველო

ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ჩემპიონის ტიტული ვერ მოიპოვა, თუმცა ქართველმა სუმოისტმა იაპონიას საქართველო ყველა ელჩზე კარგად გააცნო.

აქამდე იაპონელები საქართველოს “ჯორჯიად” მოიხსენიებდნენ, დღეს კი უკვე იციან, რომ ეს ტოჩინოშინისა და ღვინის სამშობლოა.

sportall.ge-მ ინტერვიუში ჩაწერა იაპონიაში მცხოვრებ ქართველ გოგონასთან, სოფო გოგოლაძესთან, რომელიც ამ ფაქტის შესახებ ყვება.

მისი თქმით, ლევანის გამოსვლას ბოლო ბრძოლის შემდეგ უამრავი ადამიანი ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტოჩინოშინის გამოსვლა ერთ-ერთი ბოლო იყო, უმრავლესობა დარჩა, რათა ქართველთან ერთად სურათი გადაეღოთ და მისი ავტოგრაფები მიეღოთ. სოფო გოგოლაძე ამბობს, რომ იაპონელებს ლევანი ძალიან უყვართ და დიდ პატივს სცემენ. მის მიმართ უზომოდ დიდი სითბო, სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა.

“მუზეუმში ვიყავი და დედა-შვილი შემხვდა. რომ გაიგეს, “ჯორჯიადან” ვიყავი, “ტოჩინოშინ” წამოიძახა ორივემ. ეს არის საოცრება! როცა რამდენიმე თვის წინ უმრავლესობას ამერიკელი ვეგონე, დღეს ყველამ იცის, რომ “ტოჩინოშინის ჯოჯიადან” ვარ!”, – ყვება სოფო გოგოლაძე.

sportall.ge

 

იტვირთბა....