ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დეპუტატი შალელაშვილი​ საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში ათეთრებს”: სააკაშვილის სკანდალური განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  გადაცემა ” კვირის აქცენტებში”  სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილი მაქინაციურ სქემაშია გახვეული.

სააკაშვილი აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმას იხსენებს, რომელიც თავისი მასშტაბით FBI-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება. ხოლო ამ თავდასხმაში შაველაშვილის შვილს ადანაშაულებს, რომლიც რუს ჰაკერებთან ერთად მოქმედებდა. თავდასხმის მთავარი მიზანი კი ფულის ჰაკერული გზით მოპარვაა.  სააკაშვილი ამბობს, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზეა, რომელიც მოგვიანებით საქართველოში შემოედინებოდა და მისი გათეთრება ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდებოდა.  მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ შალელაშვილმა სადეპუტატო მანდატის მეშვეობით ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.

„შალელაშვილი თავის შვილთან ერთად საერთაშორისო აფერისტობაში არის გახვეული. დეპუტატის შვილი გასამართლებულია და ის  ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიჭირეს მასობრივად ფულის მოპარვისთვის და ამ საქმეში მონაწილეობდა რუსული სპეცსამსახურები. მოპარულია 2 მილიარდი დოლარი, ამერიკელებმა ეს აღმოაჩინეს. ეს იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ კარგად დაგეგმილი სქმეა, რომლშიც შაველაშვილის შვილიც მონაწილეობდა. ამის შემდეგ ჩამოჰყავთ შალელაშვილი საქართველოში, აძლევენ დეპუტატის მანდატს, რა დამსახურებისთვის კაცმა არ იცის. ოფიციალურად აფიქსირებს, რომ აქვს მილიარდი დოლარი. აშენებს ბიტკოინების ქარხანას და ბიტკოინების ქარხანა იღებს პრაქტიკულად უფასოდ თქვენს კუთვნილ დენს.

მოიხმარს თითქმის იმდენივე დენს, რამდენსაც თბილისის მოსახლეობის უმეტესობა, მოიხმარს პრაქტიკულად უფასოდ და ამ სიტუაციაში ეს კაცი ათეთრებს საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში და რაში ათეთრებს, რა პროექტებში? თანაინვესტირების ფონდი, რომელიც არის ივანიშვილის ფონდი.

ივანიშვილი აკეთებს იმას, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა. ეს იყო ჯერ გამთეთრებელი ფულის კვანტრიშვილების და უამრავი ხალხი ჰყავთ მაშინ მოკლული. მერე იყო გენერალი ლებედის ფულის გამთეთრებელი, იმ მაფიის, რომელიც იყო დაკავშირებული ალუმინის წარმოებასთან. მან და რამდენიმე რუსულმა ბანკმა დაანგრია რუსეთის ეკონომიკა 1998 წელს, ეს ცნობილი მეჟ-ბანკი. ზუსტად ასეთი საბანკო მაფია შექმნა ირაკლი რუხაძესთან, მამუკა ხაზარაძესთან და ირაკლი გილაურთან ერთად, ახლა უკვე „ქართუ ბანკის“ ბაზაზე საქართველოში. როგორც თავის დროზე ათეთრებდა იარაღის ვაჭრობით შემოსულ ფულს, ზუსტად ასევე ათეთრებს საერთაშორისო ჰაკერების ფულს და რაში ათეთრებს? ბიტკოინებში,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....