ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნეოფაშისტური მოძრაობის სამი წევრი გამოკითხვაზე იმყოფება

ნეოფაშისტური მოძრაობის სამი წევრი გამოკითხვაზე იმყოფება. “საქართველოს ეროვნული ერთობის” მეთაური, გიორგი ჭელიძე და ორგანიზაციის კიდევ ორი წარმომადგენელი დიღმის პოლიციის სამმართველოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. შენობაში შესვლამდე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ, შესაბამისად უცნობია რა საკითხზე არიან დაბარებული გამოკითხვაზე. სავარაუდოდ, საქმე ეხება თბილისში გამართულ კონტრაქციებს, რომლის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის „ჩვენი თავისუფლებისათვის“ დარბევით იმუქრებოდნენ.

 

იტვირთბა....