ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბურჯანაძე: “საქართველო არ არის მთლიანი, საქართველოს სხეული და გული დაგლეჯილია”

,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ისაუბრა.

ბურჯანაძემ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და იმ გამოწვევებზე ილაპარაკა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ეკონომიკურად ვერ ვითარდება და რეალურად ქვეყანა დამოუკიდებელი არ არის.

„მინდა ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, თითოეულ თქვენგანს მივულოცო დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. სამწუხაროდ, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებითაც კი ჩვენ გვიწევს ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რაც საქართველოში არსებობს. დღესაც დამოუკიდებლობის 100 წლისთავის წინა დღეს ჩვენ ვდგავართ უზარმაზარი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე. საქართველო არ არის მთლიანი, საქართველოს სხეული და გული დაგლეჯილია, საქართველო არ არის რეალურად დამოუკიდებელი, საქართველო არ არის ეკონომიკურად განვითარებული,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იტვირთბა....